logo
ENG



პროტესტი "აპარტამენტების კანონის" წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში

25 ივლ 202420:31
3 წუთის საკითხავი
 

აიღო თუ არა საბოლოოდ ხელი საოკუპაციო რეჟიმმა საკუთარ ზრახვებზე ოკუპირებულ აფხაზეთში? ამჯერად, რუსეთმა მარიონეტი ხელისუფლების ხელით გეგმა ვერ განახორციელა. ადგილობრივების მწვავე პროტესტის გამო, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა მოუწია. დოკუმენტი აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ათი ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები შიშობდნენ, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში დიდი მოცულობით უძრავი ქონება რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაში გადავიდოდა. თუმცა ე.წ. კანონის გაწვევა ახალგაზრდული მოძრაობებისთვის საკმარისი არ არის. ისინი გარანტიებს ითხოვენ რომ ინიციატივა, აღარ შემობრუნდება.

 


close დახურვა